უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვისა და საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა და მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.
„2024 წლის 28 თებერვლის ღამეს, მტერმა ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან S-300 საზენიტო მართვადი რაკეტებით და რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან 10 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განახორციელა,“ - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.