ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის მახლობლად რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის, Il 20-ის გამოჩენის გამო, ჰაერში გერმანიისა და საფრანგეთის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ.
მათ რუსულ თვითმფრინავს გზა ბალტიის ზღვის თავზე ჩაუჭრეს. საფრანგეთის ბაზებიდან Mirage 2000-5 ის ტიპის თვითმფრინავები „ბალტიელი მოკავშირეების საჰაერო სივრცის დაცვის მიზნით“ აფრინდნენ.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ NATO-ს საჰაერო პატრულირება გაძლიერდა.