ოკუპირებული დნესტრისპირეთის “დეპუტატებმა” რუსეთს “მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა” სთხოვეს

ოკუპირებული დნესტრისპირეთის “დეპუტატებმა” რუსეთს “მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა” სთხოვეს.

ოკუპირებული რეგიონის “დეპუტატებმა” რუსეთის სახელმწიფო დუმასა და ფედერაციის საბჭოს მიმართეს და “მოლდოვის გაძლიერებული ზეწოლის პირობებში დნესტრისპირეთის დაცვის ზომების შესახებ” სთხოვეს. კიშინიოვმა საბაჟო პრივილეგიების მოხსნით დნესტრისპირეთის წინააღმდეგ “ეკონომიკური ომი” დაიწყო და მიზანმიმართულად ბლოკავს ტირასპოლთან მოლაპარაკებებს. ტირასპოლის შეხვედრა გაიმართა რუსეთის პარლამენტში პრეზიდენტ პუტინის გამოსვლის წინა დღით.

რეზოლუციაში არ არის მოწოდება რუსეთისადმი ამ რეგიონის ანექსიისკენ.


ოკუპირებული რეგიონის “დეპიტატები”, ასევე, მიმართავენ ეუთოს, დსთ-ს, ევროპარლამენტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და გაერო-ს გენერალურ მდივანს თხოვნით, “გავლენა იქონიონ მოლდოვის მთავრობაზე ადეკვატური დიალოგისკენ დასაბრუნებლად.”

მოლდოვა რუსეთს დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში ხშირად ადანაშაულებს, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, მოლდოვა უკრაინის მეზობლებიდან ყველაზე დიდ ზიანს განიცდის.

დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. მას კიშინიოვი 1992 წლის მერე ვეღარ აკონტროლებს. რუსეთს უკვე 20 წელია, ამ რეგიონში 1700 სამხედრო ჰყავს განთავსებული.