უკრაინამ იაპონიისგან და ნორვეგიისგან მსოფლიო ბანკის PEACE პროექტის მეშვეობით, 760 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო.
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თანხები მოხმარდება სახელმწიფო ბიუჯეტის იმ ხარჯების კომპენსაციას, რომლებიც არ არის დაკავშირებული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორებთან. როგორც ცნობილია, 2024 წელს უკრაინამ უკვე მიიღო დაახლოებით $1,2 მილიარდი გარე ფინანსური დახმარება დონორებისგან მსოფლიო ბანკის პროექტების მეშვეობით, ამ თანხების თითქმის 75% გრანტების სახით გამოიყოფა.