ბელგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მლნ ევროს გამოყოფს

ბელგია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

დე კროოს თქმით, ბელგია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენის ჩეხეთის ინიციატივას 200 მილიონი ევროთი დააფინანსებს, რის შედეგადაც მომავალ კვირებში უკრაინაში მეტი საბრძოლო მასალა ჩავა.


„ვერასდროს ვერ შევედრებით იმ მსხვერპლს, რაზეც უკრაინა ყოველდღიურად მიდის, მაგრამ შეგვიძლია პრეზიდენტ ზელენსკის მივცეთ ის, რასაც ითხოვს - მეტი იარაღის რუსი აგრესორისგან დაცვისთვის,” - წერს დე კროო.