დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უკრაინას მხარდაჭერას უდასტურებენ

28 თებერალს ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში საუდის არაბეთიდან ჩავიდა და სხვათა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ედი რამას შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა ბალკანეთის ქვეყნებს ერთიანობისკენ მოუწოდა. 


ალბანეთის დედაქალაქში მიმდინარე სამიტის მონაწილეები მან გააფრთხილა საშიშროების შესახებ, რომელიც მათ ემუქრებათ, თუ რუსეთს არ გააჩერებენ. ზელენსკიმ ტირანაში განაცხადა, რომ ისინი ყველა იმსახურებენ NATO-სა და ევროკავშირის წევრობას. მან ინტერესები გამოთქვა შეიარაღების სფეროში ბალკანეთის ქვეყნებში მომწოდებლებთან თანამშრომლობის შესახებ, რადგან უკრაინის არმიას იარაღის დეფიციტი აქვს.


ზელენსკი სიტყვით გამოვიდა სამიტზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ალბანეთის, ბულგარეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნიისა და მონტენეგროს, ხორვატიის, მოლდოვისა და რუმინეთის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები. უკრაინის შეხვედრის მონაწილეებს შესთავაზა, უკრაინა-ბალკანეთის თავდაცვითი ფორუმის შექმნა კიევში, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, შეიარაღების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

უკრაინის პრეზიდენტი ტირანაში მიმდინარე სამიტზე შეეცადა უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებას.


უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის სერბ კოლეგას ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.


„სახელმწიფოს მეთაურმა თანამოსაუბრეს მადლობა გადაუხადა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვუჩიჩს ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებისთვის, ასევე, რუსეთის აგრესიის გამო სერბეთში გაქცეული უკრაინის მოქალაქეების შეფარებისთვის.


ვლადიმერ ზელენსკიმ ასევე „ხაზგასმით აღნიშნა სერბეთის მონაწილეობის მნიშვნელობა უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში.“ უკრაინის პრეზიდენტმა ვუჩიჩს ბრძოლის ველზე ვითარება გააცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ ევროპის წინაშე არსებული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური გამოწვევები.