უკრაინის ინფრასტრუქტურისა რეკონსტრუქციისა და განვითარების სახელმწიფო სააგენტომ იაპონელ პარტნიორებთან დაზიანებული დასახლებებისა და კაშხლების აღდგენაში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლობა გულისხმობს უკრაინაში დაზიანებული ან დანგრეული დასახლებებისა და კაშხლების აღდგენას, ასევე, მოდულური პონტონური ხიდის დამონტაჟებას M-15 მაგისტრალის რეკონსტრუქციისთვის.
ამან უნდა გააუმჯობესოს უკრაინის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონების კავშირი ევროპასთან (მათ შორის, დროებითი ხიდი მაიაკიში, ხიდი მდინარე დუნაისზე უკრაინასა და რუმინეთს შორის და ხიდი დნესტრის შესართავზე).
„იაპონელ პარტნიორებთან - იაპონიის ურბანული აღორძინების სააგენტოს, იაპონიის წყლის მართვის სააგენტოსა და IHI Corporation-ის სოციალური ინფრასტრუქტურის ბიზნეს ხაზის ხელმძღვანელებთან გაფორმდა სამი მემორანდუმი," - ნათქვამია განცხადებაში.