ამერიკელი სენატორის, მიჩ მაკკონელის განცხადებით, წლის ბოლოს აშშ-ის სენატში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის პოსტს დატოვებს.
82 წლის მაკკონელს ლიდერის პოსტი ყველაზე ხანგრძლივად უკავია სენატის ისტორიაში. ის სენატის წევრი 1985 წლიდანაა. 2006 წელს კი „რესპუბლიკელების“ ხელმძღვანელად აირჩიეს. მაკკონელი 2015-2021 წლებში უმრავლესობის ლიდერი იყო.
მისმა თანაშემწეებმა განმარტეს, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება.
„ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ნიჭი არის იმის ცოდნა, თუ როდის არის ცხოვრების ახალ ფურცელზე გადაშლის დრო. მე დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, რათა ვთქვა, რომ ეს იქნება ჩემი ბოლო ვადა სენატში რესპუბლიკელების ლიდერის პოსტზე,“ - აღნიშნა მიჩ მაკკონელმა.