ახალი ზელანდიის მთავრობამ „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უინსტონ პეტერსმა განაცხადა, რომ „საზარელ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა მთელ ორგანიზაციას ეკისრება.“
„რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აძლიერებს აზრს, რომ ვეღარ განვასხვავებთ „ჰამასის“ სამხედრო და პოლიტიკურ ფრთებს,“ აღნიშნა პეტერსმა.
„ჰამასის“ ნებისმიერი აქტივი გაიყინება და ნებისმიერი ფინანსური და ქონებრივი ტრანზაქცია, ან „ჰამასის“ მატერიალური მხარდაჭერა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ახალმა ზელანდიამ 2010 წელს ტერორისტულ სუბიექტად მხოლოდ „ჰამასის“ სამხედრო ფრთა აღიარა.