NATO-ს 13 მოკავშირისა და პარტნიორის სამხედრო პერსონალი ემზადება, რომ მონაწილეობა მიიღოს Nordic Response 2024-ს წვრთნებში, რომელიც Steadfast Defender-ს სერიის ნაწილია, ნორვეგიაში, ფინეთსა და შვედეთში. ამის შესახებ ინფორმაციას NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს.
წვრთნას სამი სკანდინავიური ქვეყანა უმასპინძლებს და ფოკუსირებული იქნება კოლექტიურ თავდაცვაზე. საერთო ჯამში სწავლებაში 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს.