ბელგიის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი ააფეთქა, რომელიც ბელგიის ქალაქ კოქსიჯდის მახლობლად მდებარე სანაპიროზე აღმოაჩინეს. ოპერაცია 28 თებერვალს სამხედრო ბომბსაწინააღმდეგო განყოფილებამ ჩაატარა. პოლიციამ აღნიშნა, რომ ბომბი 100 კილოგრამზე მეტს იწონიდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტები არცთუ იშვიათია. მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის პოვნის შესახებ ცნობები, განსაკუთრებით, გერმანიიდან ვრცელდება ხშირად.