განის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც LGBT+ თემის წევრად იდენტიფიცირებას კრძალავს

განის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ყველას, ვინც თავს LGBT+ თემის წევრად მიიჩნევს, სამწლიან პატიმრობას მიუსჯიან. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კანონი ასევე აწესებს მაქსიმუმ ხუთწლიან თავისუფლების აღკვეთას LGBTQ+ ჯგუფების შექმნის ან დაფინანსებისთვის.


კანონპროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა განის ორი ძირითადი პოლიტიკური პარტია, ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ნანა აკუფო-ადო მას ხელს მოაწერს.

განაში ერთნაირსქესიანთა შორის სექსუალური კავშირი 3 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.