ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სიფხიზლე.
მისი შეფასებით, უკრაინაში ომში უკონტროლო ესკალაციის სპირალის რისკი არსებობს.
Der Standart-ის ცნობით, მანვე აღნიშნა, რომ „იმისთვის, რომ კონფლიქტი დასრულდეს, საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები.“
ავსტრიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ ევროპამ თანამშრომლობაში BRICS-ის ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) ქვეყნები უნდა ჩართოს. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა კი უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანად გადასაწყვეტად დასავლეთს ჩინეთი და ინდოეთი სჭირდება. ნეჰამერი მიიჩნევს, რომ ამ ორ ქვეყანასთან აუცილებელია თანაბარი პირობებით საუბარი.