რუსეთის მოქალაქე პოლონეთში ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ტერორისტული ორგანიზაციების სასარგებლოდ საქმიანობაში ეჭვმიტანილი რუსი დააკავეს. ამის შესახებ RMF FM იუწყება.

გამომძიებლების თქმით, პოლონეთში ჩასვლამდე მან მონაწილეობა მიიღო სირიაში საომარ მოქმედებებში.


პროკურატურა განმარტავს, რომ ის ჯერ ორგანიზაცია „ჯაბჰათ ალ-ნუსრაში“ მუშაობდა, შემდეგ „ალ-ქაიდაში“ და ახლახან შეუერთდა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს.

დაკავებულს უკვე წაუყენეს ბრალი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების სასარგებლოდ ქმედებებში. მას რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ლუბლინის სასამართლომ რუსეთის, ბელორუსის და უკრაინის 14 მოქალაქე დამნაშავედ ცნო მოსკოვის სასარგებლოდ დივერსიის მომზადებაში.