განახლება: სომხურმა მედიამ სიახლის შინაარსი შემდეგი ფორმულირებით შეცვალა: „სომხეთი მზადაა ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის.“
- რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, მისი თქმით, სომხეთმა უნდა იფიქროს ევროკავშირში წევრობის კანდიდატი გახდეს.
სომხეთის ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას აპირებს. განაცხადა რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა.
მზად არის თუ არა სომხეთი, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, რათა გახდეს წევრობის კანდიდატი, სიმონიანმა უპასუხა: „ჩვენ მზად ვართ. ჩვენ კი იმ მიმართულებით წავალთ, რომელიც უდიდეს უსაფრთხოებას მოგვიტანს.“
კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სომხეთი ცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ასეთ საკითხებში აჩქარება არ არის საჭირო.
„ჩვენი ქმედებები აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს დემოკრატიის უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე ბევრ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას, რომლებიც უკვე არიან ევროკავშირის წევრები. ჩვენ არ ვამბობთ ამას, ამას ჩვენი ევროკავშირის პარტნიორები ამბობენ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ. მაგრამ არ მინდა ვიჩქარო. სახელმწიფოს შემთხვევაში არ არის კარგი, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა,“ - დაასკვნა სიმონიანმა.
სიმონიანმა უკმაყოფილება გამოხატა სომხეთის მოკავშირის მიმართ, ისაუბრა CSTO-ზე და უსაფრთხოების უფუნქციო სისტემაზე.
თავის მხრივ, ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა მოუწოდა ევროკავშირს შეიმუშაოს ეტაპობრივი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთთან დაახლოებას, მათ შორის, რესპუბლიკისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
„გაერთიანების ამოცანაა, ადეკვატური პასუხი გასცეს სომხეთისა და მისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს,“ - აღნიშნა მან.
განახლება: სომხურმა მედიამ სიახლის შინაარსი შემდეგი ფორმულირებით შეცვალა: „სომხეთი მზადაა ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის.“