უკრაინა: დადგენილია ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი 511 პირი, 81 გასამართლებულია

რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი 511 პირის ვინაობა დაადგინა. მათგან, 81 უკვე გაასამართლეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის ინფორმაციით, დისკუსიები მიმდინარეობს 40-ზე მეტ ქვეყანასთან ომის დანაშაულების ტრიბუნალის შექმნის შესაძლებლობაზე.

როგორც ცნობილია, სამუშაო ჯგუფი ევროკავშირის ხუთი ქვეყნის ინიციატივით, ომის დანაშაულების გამოძიებისთვისაა შექმნილი. პროკურორებმა ხელი მოაწერეს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის ორი წლით გახანგრძლივებას.