საფრანგეთი Delair-ს 100 დრონს შეუკვეთავს, რომელიც უკრაინაში ამ ზაფხულს ჩავა, - ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო, მთლიანობაში, 2 000 დრონს შეუკვეთს.
„საერთო ჯამში, 2 000 დისტანციურად მართვად საბრძოლო მასალას შევუკვეთთ ჩვენი ჯარების და უკრაინის საჭიროებისთვის“, - აცხადებს ლეკორნუ.