ლავროვი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თურქეთში ჩავიდა, სადაც ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ღონისძიების ფარგლებში ლავროვი მოლაპარაკებებს გამართავს თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან. მისი თქმით, მხარეები სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებენ და ორმხრივი კონტაქტების განრიგს განიხილავენ.


ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სერგეი ლავროვის სხვა ორმხრივი შეხვედრებიც, მათ შორის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვთან და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯინბეკ კულუბაევთან.

მანამდე, ეროდოღანმა კიდევ ერთხელ შესთავაზა მოსკოვს და კიევს, რომ მოლაპარაკებებისთვის პლატფორმას შესთავაზებს.

რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში. ცივილიზებული სამყარო რუსეთის ხელმძღვანელობას ომის დამნაშვედ მიიჩნევს.