რუსეთი მის ოლქებზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გუშინ ღამით ბელგოროდისა და ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონებში ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ოთხშაბათს ღამით, რუსეთის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონში ერთი დრონი ჩამოაგდეს.

„საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე გაანადგურეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. სამი უპილოტო საფრენი აპარატი დააკავეს ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ტერიტორიაზე," - აცხადებენ სამინისტროში.

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შესახებ ცნობები ხშირია.