პოლონეთს 2025 წელს ორბიტაზე თავისი სამხედრო თანამგზავრების გაშვება სურს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სეზარი ტომჩიკმა, 2025 წელს ორბიტაზე პირველი პოლონური სამხედრო თანამგზავრების გაშვების შესახებ პოლონეთის სამხედრო სარდლობის გეგმები გაამჟღავნა.


„მომავალ წელს, როგორც თავდაცვის სამინისტროს და პოლონეთის არმიას, გვინდა, რომ ჩვენი პირველი პოლონური თანამგზავრები ორბიტაზე გავუშვათ,“ - განაცხადა ტომჩიკმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, პოლონეთი გეგმავს, შეიძინოს სატელიტური სისტემა, რომელიც აღჭურვილია სარადარო და ოპტიკური ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს დედამიწაზე დაკვირვებას ატმოსფერული პირობების მიუხედავად, როგორც უცხოური, ისე შიდა ტექნოლოგიების გამოყენებით.


პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა იმავე ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანა 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ უკრაინის გამოცდილებიდან მიღებული გაკვეთილების საფუძველზე კოსმოსურ ძალებს სხვა დანაყოფებს შორის განავითარებს.