უკრაინა: გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული ოთხივე დრონი განადგურებულია

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ უკრაინის თავზე გაშვებული 4 Shahed-ის ტიპის დრონი გაანადგურეს. ოკუპანტები უკრაინას რაკეტებითაც უტევდნენ.


„2024 წლის პირველი მარტის ღამეს მტერი თავს დაესხა უკრაინას 5 S-300 საჰაერო მართვადი რაკეტებით ოკუპირებული დონეცკისა და ბელგოროდის ოლქიდან. ასევე, 4 თავდასხმითი უპილოტო საფრენი აპარატით ("შაჰიდის" ტიპის) პრიმორსკო-ახტარსკისა და კურსკის ოლქებიდან," - ნათქვამია განცხადებაში.


უწყება ასევე აღნიშნავს, რომ დრონები ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.