ფინეთი F-35-ის ტიპის გამანადგურებლებსთვის საჭირო ბომბებს აშშ-სგან შეისყიდის

ფინეთი F-35-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავისთვის საბრძოლო მასალას აშშ-დან, 96 მილიონ დოლარად შეიძენს. მიწოდება 2024 წლიდან 2030 წლამდე იგეგმება.


„თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა უფლება მისცა თავდაცვის ძალებს, გააფორმონ კონტრაქტი აშშ-სთან JDAM და SDB I საბრძოლო მასალის მიწოდებაზე F-35 მრავალფუნქციური გამანადგურებლისათვის,“ - ნათქვამია განცხადებაში. JDAM და SDB I ბომბების გარდა, შესყიდვა მოიცავს სათადარიგო ნაწილებს, სატრანსპორტო მომსახურებას, სასწავლო/დამხმარე მომსახურებას და ა.შ.