უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგებაზე განცხადებები, გააზრებული იყო - მაკრონი

უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “გამოზომილი და გააზრებული” იყო.

საფრანგეთის პრეზიდენტს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააჟღერა და განაცხადა, რომ “არ შეიძლება გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა.

„ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გამოზომილი, გააზრებული და გამოზომილი,” - განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, მაკრონის სიტყვებმა რეზონანსი და ნეგატიური რეაქცია გამოიწვიეს მოკავშირე ქვეყნების მხრიდან. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ გამორიცხეს უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა.