Zara უკრაინაში ბრუნდება

ესპანური მოდის გიგანტი Zara უკრაინაში ორწლიანი დახურვის შემდეგ მაღაზიების გახსნისთვის ემზადება.

„ესპანური კომპანია Inditex-ი, Zara-ს, Bershka-ს, Pull & Bear0-ის Stradivarius-ის, Uterque-ს, Oysho-ს და Massimo Dutti-ის ბრენდების მფლობელი, აპრილის დასაწყისში გახსნის რამდენიმე მაღაზიას კიევში, იტყობინება FT.


2023 წლის ოქტომბერში საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კიევი მუშაობდა გლობალური ბრენდების დაბრუნებაზე, როგორიცაა H&M, IKEA და Zara, რომლებმაც უკრაინაში მუშაობა ომის დაწყების შემდეგ შეწყვიტეს. H&M-მა უკრაინაში მაღაიები ხელახლა 2023 წლის ნოემბერში გახსნა.