უკრაინის დაზვერვამ ბელგოროდის რეგიონში, რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემა Pantsir-S1-ს დაარტყა

უკრაინელმა მზვერავებმა წარმატებით შეუტიეს რუსულ Pantsyr S-1 საზენიტო-სარაკეტო სისტემას ბელგოროდის რეგიონში. უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ცნობით, თავდასხმის შედეგად ასევე დაიჭრა ორი რუსი სამხედრო.


დაზვერვის ცნობით, თავდასხმა 29 თებერვალს განხორციელდა ბელგოროდის რეგიონის ჰრაივორონსკის რაიონის სოფელ ჰოლოვჩინოს მახლობლად. „დარტყმის შემდეგ, Pantsyr S-1 გამორთული იყო და მისმა ეკიპაჟმა განიცადა სანიტარული ზარალი - დაიჭრა ორი რუსი ოკუპანტი“, დასძენს დაზვერვა. კომპლექსის ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი დოლარია.