რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში პირველ მარტს, ღამით, ძლიერი აფეთქებები მოხდა, იტყობინება უკრაინული მედია ტელეგრამ არხ Astra-ე დაყრდნობით.
აფეთქების მიზეზები და შედეგები არ არის ცნობილი.
ქალაქში მდებარეობს სვერდლოვის ქარხანა, მუნიციპალური საწარმო, რომელიც სტრატეგიულ როლს ასრულებს რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსში. ის ასევე აწარმოებს საავიაციო და საარტილერიო ჭურვებს, საავიაციო ბომბებს, მათ შორის, მართვად ბომბებს, საბრძოლო ნაწილებს კუმულაციური ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისთვის, საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების ქობინებს და სხვა.
25 თებერვალს ღამით, რუსებმა განაცხადეს, რომ ბელგოროდის რეგიონსა და შავ ზღვაზე დრონებ იერიში იყო. ერთი დღით ადრე რუსეთის ქალაქ ლიპეცკში აფეთქებების სერია დაფიქსირდა, რასაც მოჰყვა ხანძარი ადგილობრივ ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ ქარხანაში. ობიექტს დრონები დაესხნენ თავს. გარდა ამისა, იმავე ღამეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კურსკისა და ტულას რაიონებში საჰაერო თავდაცვა გააქტიურეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის სპეცსამსახურებმა მნიშვნელოვნად შეუშალეს ხელი რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტს. მისი თქმით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეებია. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების შესახებ ცნობები ხშირია.