უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ხარკოვში შეხვედრა გამართეს, სადაც ორმა ლიდერმა ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა მოლაპარაკებები ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში, ასევე, სამხედრო კაბინეტის ფორმატში გამართეს.
უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა G7-ის უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, რომელიც ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე მიიღეს. შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს ნიდერლანდების გადაწყვეტილებას, გააგრძელოს თანამშრომლობა უკრაინის შემდგომი დახმარების გაწევისა და გაფართოების მიზნით, რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად.
კერძოდ, გარიგება ბერ სხვა სფეროსთან ერთად ითვალისწინებს ნიდერლანდებისან 2 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას 2024 წელს და უკრაინის მუდმივ თავდაცვის მხარდაჭერას მომდევნო 10 წლის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი შეთანხმება უკრაინამ დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიასთან, იტალიასთან და კანადასთან უკვე გააფორმა.