უკრაინის საზღვაო ექსპორტი სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ყოველთვიურ რეკორდულ დონეს აღწევს - სამინისტრო

თებერვალში უკრაინამ შავი ზღვის დერეფნის გავლით რვა მილიონი ტონა საქონელი გაიტანა, რითაც თვიურ რეკორდულ დონეს მიაღწია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, იტყობინება ინფრასტრუქტურის სამინისტრო.


უკრაინამ შექმნა შავი ზღვის დროებითი დერეფანი სამოქალაქო სატვირთო გემებისთვის, მას შემდეგ შექმნა, რაც გაეროს შუამავლობით მიღწული შეთანხმებიდან რუსეთი ცალმხრივად გავიდა.~

არშრუტი პირდაპირ საერთაშორისო წყლებს არ კვეთს ბოსფორის სრუტემდე, მაგრამ მოიცავს უკრაინის, NATO-ს წევრი რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპირო ზოლებს, რაც გემებს საშუალებას აძლევს გვერდი აუარონ რუსეთის მიერ დაწესებულ ბლოკადას.