კანადის მთავრობის განცხადებით, კანადა აწესებს დამატებით შეზღუდვებს რუსეთიდან რუსული ბრილიანტებისა და სამკაულების იმპორტზე, რაც ეხება 1 კარატსა და მეტი წონის სამკაულს.
კანადის მთავრობა აღნიშნავს, რომ რუსეთი მსოფლიოში უხეში ალმასის უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის წარმოება 2022 წელს 4,7 მილიარდ დოლარზე მეტადაა შეფასებული. რუსეთის ფედერაცია ასევე არის ბრილიანტისა და ალმასის პროდუქტების მნიშვნელოვანი გლობალური ექსპორტიორი, მისი მთლიანი ექსპორტის ღირებულება იმავე 2022 წელს დაახლოებით 5,2 მილიარდ დოლარს აღემატება.
„ეს ნაბიჯი ემთხვევა G7-ის ლიდერების მიერ 2023 წლის თებერვალში, მაისსა და დეკემბერში აღებულ ვალდებულებებს, რომ „შეზღუდონ პუტინის რეჟიმის შემოსავალი რუსეთიდან არაინდუსტრიული ალმასის ექსპორტიდან“, განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.
შეგახსენებთ, რომ G7-ის ქვეყნებმა 6 დეკემბერს ვირტუალური სამიტის შედეგების შემდეგ გამოაცხადეს თავიანთი განზრახვა, დაწესდეს შეზღუდვები რუსული წარმოების ბრილიანტებზე. 2024 წლის პირველი სექტემბრისთვის, G7-ის ქვეყნები, რომლებიც უხეში ალმასის მთავარი იმპორტიორები არიან, შექმნიან მექანიზმს უხეში ალმასის შემოწმებისა და სერტიფიცირებისთვის და ამ საკითხზე კონსულტაციებს გაივლიან მწარმოებელ ქვეყნებთან და პარტნიორებთან.