სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა უზრუნველყოფს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR ან შუა დერეფნის) შეუფერხებელ ფუნქციონირებას, განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე პანელის დისკუსიის დროს, იუწყება აზერბაიჯანული Trend.
„მშვიდობა და სტაბილურობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ ფოკუსირებას მხოლოდ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან თანამშრომლობის პოზიტიურ დღის წესრიგზე. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა უზრუნველყოფს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR ან შუა დერეფნის) შეუფერხებელ ფუნქციონირებას, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნაწილია სამხრეთ კავკასია,“ აღნიშნა კლაარმა.
მისი თქმით, შესაბამისად, ევროკავშირს დიდი ინტერესი აქვს ამ პროცესის წინ წაწევით.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.