ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, შეაჩერა რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება. ამას სამხრეთ კორეული გამოცემის NK Pro-ს მიერ გაანალიზებული თანამგზავრული მონიტორინგის მონაცემები მოწმობს.
როგორც მედია წერს, გასული შემოდგომიდან რამდენიმე რუსული გემი რეგულარულად მოძრაობდა ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის პორტებს შორის და მას გადაჰქონდა კონტეინერები, რომლებიც, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალას შეიცავდა. თუმცა დაახლოებით სამი კვირაა, ეს გადაზიდვები არ სრულდება.
რატომ შეჩერდა კორეის პორტსა და რუსეთს შორის ტვირთის გადაზიდვა, ჯერჯერობით უცნობია. გამოცემის ავტორები ვარაუდობენ, რომ მიზეზი შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეაში ახალი საბრძოლო მასალის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები ან ლოგისტიკური პრობლემებიც იყოს. ამასთან, სხვა ნიშნები მიუთითებს მომავალში განახლების შესახებ, თუმცა, ხაზს უსვამს გემების მონიტორინგის გაგრძელების აუცილებლობას.
„ასევე არ არის გამორიცხული, რომ იარაღი რუსეთს სარკინიგზო გზით გადაეცემა ორი ქვეყნის საერთო სახმელეთო საზღვრის გავლით,“ - წერს გამოცემა.