სანქტ-პეტერბურგში სახლს დრონი დაეცა - მედია

რუსული „ტელეგრამ“ არხის, Mash-ის ცნობით, გვიან ღამით, საჰაერო თავდაცვითი სამუშაოს შედეგად, სანქტ-პეტერბურგში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

„მსხვერპლი არ არის. ნაწილობრივ დაზიანდა ორი სახლის შემინული აივნები. მოხდა დაზარალებული ბინების მცხოვრებთა ევაკუაცია,“ - წერს საკუთარ ტელეგრამ არხზე სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი გალექსანდრ ბეგლოვი.

მისი ინფორმაციით, კრასნოგვარდეისკის რაიონში მუშაობენ საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ჯგუფები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. იკვლევენ შენობის დაზიანების ხარისხს. ბეგლოვი აცხადებს, რომ თავად სპეციალურ ოპერატიულ შტაბს ჩაუდგა სათავეში.


გუბერნატორი მიზეზს არ ასახელებს.

მედიის ცნობით, კრასნოგვარდეისკის რაიონში, 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი უპილოტო საფრენი აპარატის ჩავარდნის შედეგად დაზიანდა. არაერთი ტელეგრამარხი იტყობინება, რომ 2 მარტს, დილით ადრე, ადგილობრივებმა ცაში ორი დრონი შენიშნეს. ვარაუდობენ, რომ საცხოვრებელ სახლს დაეცა მხოლოდ ერთი. მეორე დრონს ეძებენ.

შემთხვევის შედეგად ევაკუირებულია ასი ადამიანი.