უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული Su-34 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული Su-34 ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი პარასკევს დაახლოებით, 9:00 საათზე, აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს.
ეს არის პირველი რუსული გამანადგურებელი, რომელიც ჩამოაგდეს ამ თვეში მას შემდეგ, რაც რუსეთმა 13 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა თებერვლის მხოლოდ ორ კვირაში.
ასევე, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 2 მარტის ღამეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატიდან 14 გაანადგურეს.