აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სამუშაოს სწრაფ დასრულებას განიხილავენ - მედია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარის როვშან რუსტამოვის ხელმძღვანელობით დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის მიზანი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოს მიმდინარეობის გაცნობაა.


აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვიზიტის დროს მთავარი აქცენტი გაკეთდება BTK-ის ქართულ მონაკვეთზე სამუშაოს სწრაფ დასრულებასა და ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდაზე. პროექტის დასრულება სრულად 2024 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.


წელს ასევე დასრულდება საქართველოში რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ტვირთის გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის, რაც აუცილებელი პირობაა დამატებითი ტვირთების ნაკადების მოსაზიდად.

საწყის ეტაპზე BTK-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა იქნება, ხოლო დაგეგმილია 1 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა. BTK-ის საშუალებით ტვირთის მიტანა შესაძლებელია პეკინიდან (ჩინეთი) ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) 12-15 დღეში, ხოლო ტვირთის ტრანსპორტირება ევროპიდან აზიაში ზღვით აფრიკის გავლით 45-62 დღე, ხოლო ჩინეთიდან ევროპაში საქონლის მიტანა რუსეთის გავლით - 32 დღე.