რომის პაპი ფრანცისკე ე.წ. გენდერული თეორიის საშიშროების შესახებ გაფრთხილებით გამოვიდა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
რომის პაპის შეფასებით, გენდერული თეორია და გენდერული იდეოლოგია, რომელიც კაცებს და ქალებს შორის განსხვავებას აქრობს, საშიშია.
„მე ვითხოვე, რომ ჩატარდეს კვლევები ჩვენი დროის ამ მახინჯ იდეოლოგიაზე, რომელიც აქრობს განსხვავებებს და ყველაფერს ერთნაირად აქცევს,“ - განაცხადა რომის პაპმა.
„განსხვავებების გაქრობა ადამიანობის გაქრობას ნიშნავს,“ - განმარტა მან.
რომის პაპმა გაიხსენა 1907 წელს რობერტ ჰიუ ბენსონის მიერ დაწერილი რომანი - „მსოფლიოს ბრძანებელი“, რომელშიც ნაწინასწარმეტყველევი იყო, რომ მომავალში სწორედ განსხვავებების გაქრობაზე იქნებოდა საუბარი.
„წაიკითხეთ, თუ დრო გაქვთ, ის დღევანდელი დღის პრობლემებზე მოგვითხრობს,“ - მიმართა რომის პაპმა კონფერენციაზე შეკრებილებს.