აშშ-მა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავებიდან ჩამოყრა დაიწყო.
Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰუმანიტარული დახმარების - სურსათის მიწოდებაში C-130-ის ტიპის სამი თვითმფრინავი ჩაერთო.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავებიდან ჩამოყრას მალევე დაიწყებდნენ.