რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში აფეთქება მოხდა ელექტროქვესადგურზე, რომელიც სამხედრო პროდუქციის ქარხნებს დენით ამარაგებს. ტელეგრამ-არხ Mash-ცნობით, შენობა სადაც აფეთქება მოხდა, ენერგიას აწვდის სამ თავდაცვის საწარმოს: კალინინის სახელობის მანქანათმშენებელ ქარხანას, ტურბომოტორების ქარხანას და ურალმაშს.
როგორც მედია იტყობინება, ეს საწარმოები მეტალურგიის, ცემენტის მრეწველობის, სამთამადნო კომპლექსებისთვის ამწე და სატრანსპორტო საშუალებების სფეროში მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, „თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა“ ამოქმედდა.
რუსეთის ხელისუფლება მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა ეკატერინბურგში მომხდარ აფეთქებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ „ეს არის რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.“