უკრაინის აღმოსავლეთში რუსული თვითმფრინავი რამდენიმე საათია, აღარ გამოჩენილა - საჰაერო ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ რამდენიმე საათია, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული თვითმფრინავი არ დაფიქსირებულა

მისი თქმით, ეს არის უკრაინის საჰაერო ძალების მუშაობის შედეგი.


”ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ არის, მტრის დრონები კვლავ დაფრინავენ სამხრეთით, მაგრამ ყველაფერი ნათელია აღმოსავლეთში!” , - დაწერა მან მოგვიანებით „ტელეგრამ“ არხზე.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა მტრის 10-ზე მეტი თვითმფრინავი , მათ შორის „სუ-34“, „სუ-35“ და „ა-50“ ტიპის თვითმფრინავები. „ა-50“ აზოვის ზღვის თავზე ჩამოაგდეს და რუსეთის ტერიტორიაზე დაეცა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.