უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელებმა მხოლოდ ამ კვირაში შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
„სწორედ რუსები ყრიან ამ ბომბებს და კლავენ. თებერვლის დასაწყისიდან რუსეთმა 15 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა. ეს არის მათი დანაკარგების სწორი დინამიკა,“ განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში
თებერვლის ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ თებერვლის მხოლოდ ორ კვირაში ჩამოაგდეს 13 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, რაც ბევრად მეტია, ვიდრე ომის წინა თვეებში.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1 150 ჯარისკაცი, 8 ტანკი, 21 ჯავშანტექნიკა და 22 საარტილერიო სისტემა დაკარგა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
გენშტაბის ცნობით, უკრაინაში შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის საერთო დანაკარგები მოიცავს: 417 950 სამხედრო მოსამსახურეს, 6 648 ტანკს, 12 660 ჯავშანტექნიკას, 13 374 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 10 210 საარტილერიო სისტემას, 1 004 მრავალჯერად სარაკეტო სისტემას, 698 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 347 თვითმფრინავს, 325 ვერტმფრენს, 7 845 უპილოტო საფრენ აპარატს, 25 გემს/კატერს და 1 წყალქვეშა ნავს.