სანქციების საფრთხის ფონზე, თურქეთის ექსპორტი რუსეთში წინა წელთან შედარებით 33%-ით შემცირდა

2024 წლის თებერვალში თურქეთიდან რუსეთში ექსპორტი 33%-ით, 70 მილიონ დოლარამდე შემცირდა, 2023 წლის თებერვლის 1,1 მილიარდ დოლართან შედარებით. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რუსეთიდან იმპორტი 36,65%-ით შემცირდა და 1,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.


აშშ-ის სანქციების დაწესების საფრთხემ თურქეთ-რუსეთის ვაჭრობა შეამცირა. შეაფერხა ან შეანელა გარკვეული გადახდები როგორც იმპორტირებული ნავთობისთვის, ასევე თურქული ექსპორტისთვის, იტყობინება Reuters.

დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.