ახალი ამბები
უცხოეთი
ბადრი კვარაცხელიამ სერია A-ს რადიოს ეთერში განაცხადა, რომ მისი შვილი, სავარაუდოდ, მომავალ სეზონში ისევ ნეაპოლურ კლუბში ითამაშებს.
„თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რას ნიშნავს ჩემთვის ჩემი შვილისადმი ნათქვამი კეთილი სიტყვები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხვიჩა „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა.
როცა მარადონას ადარებენ, ძალიან რცხვენია, მაგრამ უხარია და არ იცის, გულშემატკივრებს ამისთვის მადლობა როგორ გადაუხადოს. ძალიან მადლობელი ვარ ნეაპოლის და მთელი იტალიის, რომ ჩემს შვილს აფასებენ და უყვართ.
მან უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი, ჩემი აზრით „ნაპოლიში“ დარჩება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მისი მისაღები იქნება,“ – ამბობს ბადრი კვარაცხელია.