რუსეთში სარკინიგზო ხიდის „მწყობრიდან გამოყვანას“ უკრაინის დაზვერვა ადასტურებს

რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ჩაპაევსკთან მდებარე სარკინიგზო ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, ხიდის „მწყობრიდან გამოყვანა“ დაადასტურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ, რომელსაც აფეთქებაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა არ აუღია.


მისი განცხადებით, აგრესორი სახელმწიფო რკინიგზის ამ ხაზს იყენებდა სამხედრო ტვირთების, კერძოდ, ქალაქ ჩაპაევსკის ქარხანა „პოლიმერში“ დამზადებული საინჟინრო საბრძოლო მასალების ტრანსპორტირებისთვის. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ხიდის დაზიანებების გათვალისწინებით, მას დიდხანს ვერ გამოიყენებენ.