მედვედევს სჯერა, რომ „უკრაინა რუსეთია“

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ამტკიცებს, რომ უკრაინა, „უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, რუსეთია.“

„უკრაინის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა ერთხელ თქვა, რომ უკრაინა რუსეთი არ არის. ეს კონცეფცია სამუდამოდ უნდა გაქრეს. უკრაინა, უპირობოდ, რუსეთი,“ - განაცხადა მედვედევმა.


მისიბე აზრით, “უკრაინის ლიდერებს რომ მინსკის შეთანხმებები რომ შეესრულებინათ, უკრაინაში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ საჭირო აღარ გახდებოდა.“
„უკრაინა რომ არ ჩავარდნილიყო ყველაზე სულელურ ხაფანგში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დააგეს უკრაინის დახმარებით ჩვენს ქვეყანასთან დასაპირისპირებლად, ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო“, - განაცხადა მედვედევმა.

22 თებერვალს ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მედვედევისთვის მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეუძლია. ეს კომენტარი მედვედევის განაცხადებას, მოჰყვა რომ „კიევი და ოდესა რუსული ქალაქებია, ხოლო რუსეთი კიევამდე უნდა მივიდეს.“

რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში. ცივილიზებული სამყარო რუსეთის ხელმძღვანელობას ომის დამნაშვედ მიიჩნევს.