თურქეთმა ახალი კამიკაძე დრონი შექმნა. კატარში თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენაზე „AZAT FPV“ დრონი უკვე წარმოდგენილია. ახალი დრონი, რომელიც 2 კილოგრამს იწონის, 2 ტიპისაა 3 განსხვავებული ზომით.
დრონი, რომელსაც 800 გრამი ტვირთის გადატანა შეუძლია, ჰაერში 20 წუთის განმავლობაში რჩება.
როდის შევა ექსპლუატაციაში ეს საფრენი აპარატი, ჯერ უცნობია.