ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.
დეპარტამენტის უფროსის თქმით, მან დიპლომატებს კვირანახევრის წინ დაურეკა და გააფრთხილა საპრეზიდენტო არჩევნებამდე „პროვოკაციების“ დაუშვებლობის შესახებ, რომელიც 15-დან 17 მარტამდე გაიმართება.
„ჩვენ დიდი ხანია დავაგროვეთ უამრავი მასალა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებიან მოსკოვში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები ჩვენი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რა ინტერვენციის მექანიზმებს იყენებენ. <...> აღნიშნა ლავროვმა კრემლის მიერ კონტროლირებადი TASS-ის ცნობით. მინისტრის თქმით, ამ ყველაფრის განხილვას აპირებდა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.
მან აღშფოთება გამოხატა ამ უარის გამო და მათი უარი შიშს მიაწერა. „ელჩებს ეშინიათ იმ ქვეყნის მინისტრთან შეხვედრაზე მისვლა, რომელშიც ისინი არიან აკრედიტებული. ეს სად გაგონილა?“
რუსეთს დასავლეთი უკრაინაში შეჭრის გამო, იზოლაციას დაჰპირდა.