შმიგალი: უკრაინა მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის მზად არის

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის ბიზნესი და ბაზარი უკვე მზად არის მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის, მთავრობამ წარმოების ორგანიზებისთვის დაახლოებით 40 მილიარდი გრივნა გამოყო. მისი თქმით, დრონების წარმოებისთვის საბიუჯეტო თანხები გამოყოფილია.


„2024 წელს ჩვენ გადავდგით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები საკუთარი იარაღის წარმოების გასაძლიერებლად. პრეზიდენტმა დასახა მიზანი - 1 მილიონი დრონი. ბიზნესი და ბაზარი უკრაინაში უკვე მზად არის მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის,“ - აღნიშნა შმიგალმა.


კერძოდ, მთავრობამ, დაახლოებით, 40 მილიარდი გრივნა გამოყო წარმოების ორგანიზებისთვის. შმიგალმა ასევე განმარტა, რომ მთავრობა ახლა საკმაოდ მნიშვნელოვან თანხებს გამოყოფს უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის შესაძენად და მისი ამოცანაა, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანხების 50%-ი უკრაინელი მწარმოებლებისგან შესყიდვებისთვის გამოიყენოს.