საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა აბორტის უფლება

საფრანგეთის პარლამენტმა აბორტი კონსტიტუციურ უფლებად აქცია.

საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციის 34-ე მუხლში ჩაიწერა, რომ „კანონი განსაზღვრავს პირობებს, რომლითაც ქალს აბორტის მიმართვის გარანტირებული თავისუფლება აქვს.“

საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატებმა 780 ხმით 72-ის წინააღმდეგ აბორტის უფლების კონსტიტუციაში შეტანას მხარი დაუჭირეს.

„მე ვეუბნები ქალებს, ჩვენს საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ: იწყება იმედის სამყაროს ერა,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა.


პარლამენტში მემარჯვენეების წინააღმდეგობამ ფონზე, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საარჩევნო მიზნებისთვის კონსტიტუციის გამოყენებაში დაადანაშაულეს. საფრანგეთში აბორტის უფლება კანონით 1975 წლიდან არის დაფიქსირებული.