თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MIT) ხელმძღვანელი იბრაჰიმ კალინი აშშ-ში იმყოფება.
ამ რანგში კალინი აშშ-ში პირველი ვიზიტით ჩადის.
ვიზიტის ფარგლებში კალინი შეხვდება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს უილიამ ბერნსს, ასევე გამართავს შეხვედრებს თეთრ სახლში, კონგრესსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეხვედრებზე განიხილება ღაზის სექტორში, ერაყსა და სირიაში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, ასევე - რუსეთ-უკრაინის ომი.