რუსეთის რკინიგზის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ვიქტორ შენდრიკი, რომელიც დაახლოებულია ძმებ როტენბერგებთან - პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქებთან, აფინანსებს რუსი ფეხბურთის გულშემატკივართა რაზმს, სახელწოდებით Espanyola, რომელიც უკრაინაში იბრძვის.
ამის შესახებ იტყობინება „Vazhnye istorii“ შენდრიკთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით.
Espanyola თავდაპირველად ფეხბურთის გულშემატკივრებმა, ძირითადად მოსკოვის სპარტაკმა დააარსა, ვიდრე როტენბერგს გაუჩნდა კერძო სამხედრო კომპანიის კონტროლის იდეა (2023 წლის თებერვალში ესპანიოლამ დაიწყო საკუთარი თავის PMC-დ მოხსენიება - რედ.). ახლა ბევრი მსხვილი კომპანია ქმნის საკუთარ კერძო არმიას და ძმები ცდილობენ, შექმნან საკუთარი პირადი არმია Espanyola-ზე დაფუძნებით,“ - განაცხადა წყარომ.
„Espanyola-ს ბატალიონი არის Redut PMC-ის ნაწილი, რომელსაც აკონტროლებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ადრე ტერორისტული დანაყოფი ესპანიოლა მოქმედებდა ვოსტოკის ბატალიონში, როგორც მოხალისე განყოფილება, რომელიც შედგებოდა ფეხბურთის გულშემატკივრებისგან,“ წერს მედია.
Espanyola-ს აქვს საკუთარი დაზვერვის, თავდასხმის, ელექტრონული ომის, უპილოტო საფრენი აპარატების ოპერაციები და სნაიპერული დანაყოფები.