რუსეთში, ბელგოროდის რეგიონში უკრაინული დრონი „როსნეფტის“ ნავთობის საცავს დაესხა თავს - მედია

5 მარტს, დილით, ბელგოროდის რეგიონში, ნავთობბაზას უკრაინული დრონი თავს დაესხა.

აფეთქება გუბკინსკის ურბანულ რაიონში მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა "ინფრასტრუქტურულ ობიექტში", განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.


მას დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა ტელეგრამ არხი Mash, 112 და „Caution, News“-ის წერენ, რომ სოფელ დოლგოიეში მდებარე გუბკინსკის ნავთობის საცავი, რომელიც როსნეფტის შვილობილ კომპანიას, სს Belgorodnefteprodukt-ს ეკუთვნის, თავდასხმის ქვეშ მოექცა.